მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პროგნოზები დამაიმედებელია, ზაფხულის სეზონი დატვირთული იქნება” - "პეგას ტურისტიკ ჯორჯია”

629358cb418eb
ლიკა გურაბანიძე
29.05.22 19:20
1024
"პეგას ტურისტიკ ჯორჯია", რომელიც გამყვან ტურიზმეა კონცენტრირებული, 2020-2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით წელს გაყიდვებში 35%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი ამბობს, “2020 წელი კომერციული თვალსაზრისით სექტორისთვის აბსოლუტური კრახი იყო.”

სალომე ბერაია ფიქრობს, რომ კომპანიაში ზაფხულის სეზონი დატვირთული იქნება.

“პროგნოზები დამაიმედებელია, ზაფხულის სეზონი დატვირთული იქნება. 2022 წელს მდგომარეობა რადიკალურად გამოსწორდა და შეზღუდვებიც მოიხსნა, რამაც ქართველ დამსვენებლებს მეტი თავისუფლება მისცა. ქართველ მოგზაურებში ყველაზე პოპულარული თურქეთი, ეგვიპტე, დუბაი, არაბთან გაერთიანებული საამიროები და ევროპაა.

2020 წელი კომერციული თვალსაზრისით სექტორისთვის აბსოლუტური კრახი იყო, რადგან მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. 2021 წელს საზღვრები, რომ გაიხსნა, ჩვენც შესაძლებლობა გაგვიჩნდა მომხმარებლებისთვის ტურპაკეტები შეგვეთავაზებინა, თუმცა მოგზაურობის დროს დაწესებული შეზღუდვების არსებობის გამო არ გაამართლა” - განმარტა ბერაიამ.


ოფიციალური სტატისტიკით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 261.4 ათასი გასვლა დაფიქსირდა საზღვარგარეთ, რაც 4.2-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.5 %, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

საქსტატის მონაცემებით, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთში. 2022 წლის 1-ელ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 285.1 მილიონ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 1 318.8 ლარი შეადგინა. 2022 წლის 1-ელ კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (31.2 პროცენტი) მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები