მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროგრამაში "დანერგე მომავალი" ცვლილებები შევიდა

5db32406a5a20
BM.GE
25.10.19 21:45
1074
სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარებს იმპორტირებული ნერგის შეძენა ადგილობრივი კომპანიებისგან შეეძლებათ.

აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერის ნატალია ხარატიშვილის განმარტებით, ეს ცვლილება ფერმერებს იმპორტირებული ნერგების შეძენას გაუმარტივებს, რადგან ბენეფიციარები მრავალწლიანი ბაღების გასაშენებლად ნერგების შეძენას პირდაპირი იმპორტის გზით ვერ ახერხებდნენ, მცირე რაოდენობის პროდუქციის რეალიზაციაზე კი, უცხოური სანერგე მეურნეობები დაინტერესებას არ გამოხატავენ.

"კენკროვანი კულტურების თანადაფინანსების ქვეკომპონენტში გასაშენებელი ბაღის ფართობი არის მცირე 0.15 დან-0.5 ჰა-მდე, შესაბამისად ნერგების რაოდენობაც ცოტა ჭირდება ბენეფიციარს და თუ მას სურს რომ ჩამოიტანოს იმპორტირებული ნერგი, მაგ რაოდენობის ნერგებს უცხოური კომპანიები არ აგზავნიან, ამიტომ მიღებული იქნა ასეთი გადაწყვეტილება, ამ პროცესში ჩაერთონ ქართული შუამავალი კომპანიები, რომლებიც მოახდენენ აღნიშნული ნერგების უფრო მეტი რაოდენობით შემოტანას და შემდეგ ჩვენი ბენეფიციარები აღნიშნული შუამავალი კომპანიებისგან შეიძენენ ნერგებს", - განაცხადა ხარატიშვილმა bm.ge-ისთან. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ 2015 წლის მარტში დაიწყო.

პროგრამის მიზანია, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 7 799 ჰექტარზეა გაშენებული. სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 43 151 000 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები