მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში "ეკოკემიკა სერვის ჯგუფს“ მიწა და შენობა-ნაგებობები 1 ლარად გადაეცემა

6086cace5b3fe
BM.GE
26.04.21 21:05
1235
საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ეკონომიკის სამინისტროს წარდგინებით, დამტკიცდა განკარგულება, რომლის მიხედვით სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, შპს „ეკოკემიკა სერვის ჯგუფს“ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა ქალაქ თბილისში, ფონიჭალას დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა.

Ekokemika International წარმოადგენს საერთაშორისო სავაჭრო კომპანიას, რომლის სათაო ოფისი და ძირითადი საწარმოო ბაზა იტალიის ქალაქ პიაცენსაში მდებარეობს. კომპანია ბაზარზე 20 წელზე მეტია ოპერირებს. მისი ძირითადი პროფილია ავტომობილების სარეცხი საშუალებების წარმოება. დღეის მდგომარეობით, კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოს, ბელორუსის, სომხეთის, რუსეთის, და ყაზახეთის რესპუბლიკებში, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის 10-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს.

კომპანიის ინფორმაციით, „ეკოკემიკა სერვის ჯგუფი“ საქართველოში აწარმოებს პროდუქციას, რომლის ფორმულებიც შემუშავებულია Ekokemika International-ის მიერ, ხოლო ნედლეული, რომელიც გამოყენებულია პროდუქციის შესაქმნელად, წარმოებულია ევროპის ქვეყნებში.

მათივე განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ Ekokemika International-ს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ბაზრებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, კომპანიამ სარეცხი ხსნარის დამზადების სპეციალური ფორმულები კონკრეტულად საქართველოს ბაზრისთვის შეიმუშავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები