მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროგრამით "აწარმოე საქართველოში" დაფინანსდა 1 279 მეწარმე - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

პროგრამით "აწარმოე საქართველოში" დაფინანსდა 1 279 მეწარმე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასევე საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც დაფინანსდა 303 კომპანიის 345 პროექტი.

"ამ ყველაფრის შედეგად შეიქმნება 1 900 ახალი სამუშაო ადგილი. "აწარმოე საქართველოს" ინდუსტრიული ნაწილი - აქ დაფინანსდა 467 კომპანიის 543 პროექტი. ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენდა 824 მილიონ ლარს, შეიქმნება 4 000 სამუშაო ადგილი. მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამით 31 მილიონი ლარის 686 სესხი გაიცა.

აქტიურად ვმუშაობთ ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით და აქ ხაზს გავუსვამ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტს, რომელიც ძალიან აქტიურად ხორციელდება და ძალიან მალე შეიქმნება ეს ჰაბი ძალიან მნიშვნელოვან ქალაქში - ქუთაისში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს "აწარმოე საქართველოში"-ს რეორგანიზაციის საფუძველზე დაფუძნდა სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია", რომელსაც ირაკლი გაბრიაძე ჩაუდგა სათავეში. "აწარმოე საქართველოს" ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა კი სსიპ "ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტოს" უფროსად დაინიშნა, რომელიც ყოფილი სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის სააგენტოს ბაზაზე დაფუძნდა და მასში "აწარმოე საქართველოში"-ს ინვესტიციების მოზიდვის და ექსპორტის მხარდაჭერის დეპარტამენტმა გადაინაცვლა, ხოლო სააგენტოს დანარჩენი ფუნქციები, რაც ბიზნეს სესხების საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გულისხმობს სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციაში" გადავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები