მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროგრესი არის, თუმცა მეტი აქვს გასაკეთებელი - შვედი მინისტრი საქართველოზე

64944a5ca1470
თამთა ჯიჯავაძე
22.06.23 17:15
516
პროგრესი არის, თუმცა საქართველოს კიდევ უფრო მეტი აქვს გასაკეთებელი. ამასთან, მნიშვნელოვანია, მკაფიო და საერთო მესიჯის გაგზავნა საქართველოსთვის უფრო მეტი რეფორმის საჭიროების შესახებ, - ამის შესახებ შვედეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში ჯესიკა როსვალმა შვედეთში გამართული ევროპული საბჭოს სხდომის შემდგომ განაცხადა, რომელზეც ევროკავშირის სამომავლო გაფართოების საკითხებზე იმსჯელეს, ამავე სხდომაზე ევროკომისიამ სხდომაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე ზეპირი ანგარიში წარადგინა.

შვედეთის მინისტრის თქმით, საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ არჩეული აქვს ევროინტეგრაციის გზა.

„ჩვენ საკმაოდ ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს მომზადებული ევროკავშირი სამომავლო გამოწვევებისთვის. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკების კონკურენტუნარიანობა. გავაგრძელოთ მწვანე და ციფრული ენერგოტრანსფორმაცია და გვჭირდება ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერება, რაც მოიცავს სამომავლოდ ევროკავშირის გაფართოებას. უნდა დაგვეწყო დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა მოერგოს ევროკავშირი სამომავლო გამოწვევებს. საერთო ხედვებამდე მისვლა იმის შესახებ, თუ რას მოიცავს საჭირო რეფორმები, არ იქნება მარტივი. თუმცა, ამის თავიდან არიდება არ შეგვიძლია. ახლა სწორი დროა იმისათვის, რომ დავიწყოთ მომზადება ამისთვის. სწორედ ეს გავაკეთეთ დღეს. საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა საუკეთესო გზებზე იმის შესახებ, თუ როგორ გავუმკლავდეთ სამომავლო გამოწვევებს.

შეხვედრაზე ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა გაფართოების იდეას. ასევე დისკუსია საკმაოდ დროული იყო. ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესზე ანგარიში წარმოგვიდგინა“, - განაცხადა შვედეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში.

შეგახსენებთ, საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშს ევროკომისია ოქტომბერში წარადგენს. დეკემბერში კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.