მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირების პროცესი ოქტომბერში დაიწყება - ერდოღანი

64af010227ba2
ალა ისპირიანი
12.07.23 23:45
483
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირების პროცესი თურქეთის პარლამენტში შემოდგომაზე დაიწყება. ამის შესახებ მან ნატო-ს ვილნიუსის სამიტის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საკანონმდებლო ორგანო როცა მუშაობას განაახლებს, ჩვენ ამას ძალიან სწრაფად გავაკეთებთ. ვფიქრობ, ეს იქნება საკითხი, რომელსაც ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი პრიორიტეტს მიანიჭებს“, – განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი 11 ივლისს დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანება გადაწყვიტეს. ორივე ქვეყანა მიიჩნევს, რომ კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაში გაერთიანებით მათი უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი. ალიანსის ახალი წევრის მიღებას NATO-ს 30-ვე წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი და შესაბამისი დოკუმენტები ეროვნულ დონეზე დაამტკიცოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები