მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთმა შვედეთის "ნატო"-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა - CNN

სს

თურქეთმა შვედეთის "ნატო"-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შვედეთის "ნატო"-ში გაწევრიანებას მხარი პარლამენტის 346 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 55 იყო, ხოლო კენჭისყრისგან თავი ოთხმა შეიკავა.

უნგრეთი იქნება ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია.

შვედეთმა და ფინეთმა "ნატო"-ში გაწევრიანების შესახებ 2022 წლის მაისში განაცხადეს. ფინეთი ნატო-ს 2023 წლის აპრილში შეუერთდა, მაგრამ შვედეთის გაწევრიანებას თურქეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები