ნატო-ს გენერალურმა მდივნის, იენს სტოლტენბერგის განაცხადებით, შვედეთი ნატო-ს 32-ე მოკავშირე გახდება.
„შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებასთან დაკავშირებით, უნგრეთის პარლამენტის კენჭისყრის შედეგებს მივესალმები. ახლა, როცა ეს ყველა მოკავშირემ დაამტკიცა, შვედეთი ნატო-ს 32-ე მოკავშირე გახდება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
დღეს, უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება 188 ხმით 6-ის წინააღმდეგ მოახდინა.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს მხარი დღეს დაუჭირა.