პროკრედიტ ბანკი ინარჩუნებს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებულ ყველაზე მაღალ შესაძლო რეიტინგს საქართველოში BB+.
„აღნიშნული შეფასება ადასტურებს ბანკის გაზრდილ მომგებიანობას, აქტივების სტაბილურად მაღალ ხარისხს და ძლიერ კაპიტალიზაციას. ცვალებადი გარემოს და სხვადასხვა გამოწვევების მიუხედავად, პროკრედიტ ბანკი, როგორც პროკრედიტ ჯგუფის წევრი ძლიერი ევროპული საფინანსო ინსტიტუტი, კვლავ ინარჩუნებს მყარ პოზიციას საქართველოში", - განაცხადა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექს მატუამ.
(რ)