მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკრედიტ საქართველომ, პარტნიორი ბიზნესების წარმომადგენლები, სარაევოში, სამდღიან B2B რეგიონულ სამიტზე მიიწვია

პროკრედიტ საქართველომ, პარტნიორი ბიზნესების წარმომადგენლები, სარაევოში, სამდღიან B2B რეგიონულ სამიტზე მიიწვია
09.10.24 17:02
311

30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პროკრედიტ საქართველომ პარტნიორი ბიზნესების წარმომადგენლები, სარაევოში, B2B რეგიონულ სამიტზე მიიწვია ახალი კავშირების დამყარების და ბაზრის შესაძლებლობების აღმოჩენის მიზნით.



პროკრედიტ ქონექთს ბოსნია-ჰერცეგოვინამ უმასპინძლა. B2B რეგიონულ სამიტს 12 ქვეყნიდან 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. ბიზნესები წარმოდგენილი იყვნენ გერმანიიდან, უკრაინიდან, საქართველოდან, სერბეთიდან, ბულგარეთიდან, მაკედონიიდან, კოსოვოდან, რუმინეთიდან, ალბანეთიდან, მოლდოვიდან, ბოსნია-ჰერცეგოვინიდან და საბერძნეთიდან.

პროკრედიტ ქონექთის სამდღიანმა სამიტმა გააერთიანა სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები, რეგიონული ექსპერტები, რამაც დამსწრეებს შესაძლებლობა მისცა გაეცვალათ კონტაქტები, გაეზიარებინათ გამოცდილება და დაემყარებინათ კავშირები ბიზნესის მომავალი განვითარებისთვის.

“მოხარულები ვართ, რომ საქართველოში არსებული ჩვენი პარტნიორი ბიზნესებიც იღებდნენ მონაწილეობას სამიტში. ეს არა მხოლოდ, გამოცდილების გაზიარებაში დაეხმარება ჩვენს პარტნიორებს, არამედ ძალიან საჭირო კავშირების დამყარებაშიც, იმისთვის რომ მომავალში გააგრძელონ თანამშრომლობა. პროკრედიტ ბანკი, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, ყოველთვის ცდილობს ინოვაციებისა და ინდუსტრიის სიახლეების გავრცელებას ოპერირებად ქვეყნებსა და პარტნიორებში, ამით კი მათი ეკონომიკური სტაბილურობასა და წინსვლას უწყობს ხელს.” ალექს მატუა, პროკრედიტ საქართველოს გენერალური დირექტორი.

სამიტი, მნიშვნელოვანი იყო რეგიონული ეკონომიკის გაძლიერების კუთხითაც. ღონისძიებას 300 კომპანიის, ჯამურად 500-მდე წარმომადგენელი დაესწრო. მონაწილე კომპანიების ჯამური წლიური ბრუნვა 3.5 მილიარდ ევროს აჭარბებს, ხოლო ექსპორტი 1 მილიარდ ევროზე მეტია. დამსწრე კომპანიებს ჯამურად 30,000 ადამიანზე მეტი ჰყავთ დასაქმებული, შესაბამისად რეგიონში ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ეს სამიტი კი მათ ბაზრის გაფართოების შესაძლებლობას მისცემს, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის კუთხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები