მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროკურატურა მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით ₾50 000 გირაოს მოითხოვს

ლელო

პროკურატურა ხაზარაძის წინააღმდეგ 50 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობას დააყენებს - ამის შესახებ საქმის პროკურორმა "tvპირველს" განუცხადა.

პროკურატურამ ლელოს დამფუძნებელს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ბრალი წარუდგინა.

უწყება წერს, რომ მამუკა ხაზარაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა.

ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ის ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ანდა, ჯარიმას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები