მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკურატურა მგფ-ის ყოფილი დირექტორის, დავით ტაბიძისთვის საპატიმრო გირაოს შეფარდებას მოითხოვს - ადვოკატი

დავით ტაბიძე

მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, დავით ტაბიძე, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით არის დაკავებული, შესაძლოა, პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ.

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების თხოვნით.

„როგორც სასამართლოდან გვაცნობეს, ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების თაობაზე. რაც შეეხება გირაოს ოდენობას, ჩვენი მოსაზრებით, არის არაადეკვატურად დიდი და ამაზე დასაბუთებული მსჯელობა გვექნება სასამართლო პროცესზე. როგორც ჩემთვის ცნობილია, ითხოვენ 300 000 ლარის შეფარდებას გირაოს სახით,“ – განაცხადა ტაბიძის ადვოკატმა „პირველებთან“.

მისივე თქმით, ბრალდების მხარე თავად აღნიშნავს, რომ ტაბიძე არ მოქმედებდა პირადი სარგებლის მიღების მიზნით და არც მატერიალური სარგებელი მიუღია.

„ბრალდების შინაარსიდან გამომდინარე, პროკურატურა დეკლარირებულად აცხადებს, რომ ბატონი დავითი არ მოქმედებდა თავისთვის გამორჩენის მიზნით, ერთი თეთრის სარგებელიც კი არ მიუღია და არც ამის მცდელობა ჰქონია. შესაბამისად, არც შემოსავალი დასტურდება ამ ოდენობის, არც უძრავი ქონება აქვს. ვფიქრობ, დაუსაბუთებელია ამხელა ოდენობის გირაოს მოთხოვნა. იგი გამოძიებასთან თანამშრომლობს პირველივე გამოკითხვისთანავე, მას დასამალი არაფერი აქვს,“ – აღნიშნა ადვოკატმა.

სასამართლო პროცესი უკვე დაწყებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები