მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკურატურამ ზურა გირჩი ჯაფარიძე გამოკითხვაზე დაიბარა

ზურა ჯაფარიძე

პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოსაკითხად ზურა გირჩი ჯაფარიძე დაიბარა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისთვის მზადაა.

“ვუთხარი, რომ მზად ვარ, სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან მივიდე, მათ შორის, მტკიცებულებები მივიტანო გაყალბების და რაც უნდათ ის გამომკითხონ. თუ უნდათ, საჯაროდაც ვთავაზობ, რომ საჯაროდ გავაკეთოთ ეგ პროცესი, არ მინდა არანაირი მოსამართლე, დაჯდეს ნებისმიერი პროკურორი, დავუჯდები მე მტკიცებულებებით და საჯაროდ გაუშვან ლაივში და ხალხმა ნახოს და მოისმინოს როგორ გამომკითხავენ, არც მაგის პრობლემა არ მაქვს. სინამდვილეში მაგით დამთავრდება სავარაუდოდ, სასამართლოში დაბარებასაც ალბათ ვერ გაბედავენ, უბრალოდ დაშინების ამბავია, ჰგონიათ, რომ მაგით ვიღაცას შეაშინებენ“, – ამბობს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საკითხზე გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. პირველი პოლიტიკოსი, რომელიც უწყებამ დაიბარა საქართველოს პრეზიდენტია, რომელიც მისვლას არ გეგმავს.

პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარების პასუხად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა და საგამოძიებო უწყებას მიმართა. მან წარადგინა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც, მისი თქმით, ასახულია სავარაუდო დარღვევები.

დღეს, პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეც არჩევნების გაყალბების საკითხთან დაკავშირებით გამოსაკითხად დაიბარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები