რუსთაველის გამზირზე 21-ე დღეა პროტესტი მიმდინარეობს.
დღეს განათლების სამინისტროდან პარლამენტამდე მსვლელობა გამართეს - ევროპული ფონდების ყოფილმა სტიპენდიატებმა.
პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე - მრავალფეროვნების მარში გაიმართა, ხოლო, განათლების სამინისტროდან - მასწავლებლების მარში შედგა.
ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.