პროევროპული პროტესტი გრძელდება. მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობას აწყობენ, რომელიც რუსთაველის გამზირიდან დაიწყო.
აქციის მონაწილეებს პოლიციამ მთავრობის ადმინისტრაციასთან გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მათ მსვლელობა პაოლო იაშვილის ქუჩაზე გააგრძელეს.
ამასთან, აქციის მონაწილეთა ნაწილი მსვლელობას თავისუფლების მოედნის მიმართულებით მართავს.
დღეს უწყვეტი პროტესტის 350-ე დღეა.
























