მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროტესტის 357-ე დღე - თბილისში მარში მიმდინარეობს

2323

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან მარში მიმდინარეობს, რომელიც 2024 წლის 19 ნოემბრის აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მათე დევიძის სოლიდარობას ეძღვნება.

განახლება: არსებული ინფორმაციით, მარშის ერთი მონაწილე დააკავეს, რომელსაც, სავარაუდოდ, პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს.

აქციის მონაწილეები საბოლოოდ რუსთაველზე, პარლამენტთან მივლენ.

357-ე დღეა საქართველოში უწყვეტი პროევროპული პროტესტი გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები