ახალი არჩევნების და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტი გრძელდება. 9 თებერვალს, უწყვეტი პროევროპული აქციების 74-ე დღეს, პარლამენტთან აქცია განახლდა. ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.
ამასთან, აქციები გრძელდება "საზოგადოებრივ მაუწყებელთან".
თბილისის გარდა, აქციები გრძელდება რეგიონებშიც, დღეს დემონსტრაციები ასევე გაიმართა: ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, გორში, ახალციხეში, ხაშურსა და გურჯაანში.
უკვე ცნობილია, რომ რუსთაველის გამზირზე აქციები გაიმართება 18 და 25 თებერვალს, ასევე 7 მარტს.




























