მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PSG-მ ლიონელ მესი დაასანქცირა - ფაბრიციო რომანო

6451650801928
გიორგი არონია
02.05.23 23:28
1010
ფრანგული “ლიგა 1”-ის მოქმედმა ჩემპიონმა, PSG-მ არგენტინელი ლიონელ მესი დაასანქცირა, - ამის შესახებ ავტორიტეტული სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს.

სპორტული ჟურნალისტის ინფორმაციით, გუნდმა ფეხბურთელი საუდის არაბეთში უნებართვოდ განხორციელებული ვიზიტის გამო დაასანქცირა. სასჯელის სახით, ორი კვირის განმავლობაში, ლიონელ მესი გუნდთან ვერც ვარჯიშს შეძლებს და ვერც თამაშს.

ლიონელ მესის საუდის არაბეთში ვიზიტს რამდენიმე ახსნა შეიძლება ჰქონდეს. საქმე ისაა, რომ რამდენიმე კვირის წინ, საუდის არაბეთის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა საფეხბურთო კლუბმა, Al-Hilal-მა, კლუბში გადმოსვლის სანაცვლოდ ლიონელ მესის კოლოსალური კონტრაქტი შესთავაზა, რომლითაც ფეხბურთელი წელიწადში 400 მილიონ ევროს მიიღებდა. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ PSG-ის კატარული საინვესტიციო ფონდი, Qatar Sports Investments-ი ფლობს, ხოლო კატარსა და საუდის არაბეთს შორის, ურთიერთობა დაძაბულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები