მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პურის მოედანზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - 112

5f5245d07df2c
ვიქტორია მღებრიშვილი
04.09.20 17:47
1631
პურის მოედანზე საოჯახო ტიპის სასტუმროში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - ამის შესახებ სამაშველო ჯგუფის წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ ლიფტის შახტიდან გაჩნდა და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„დაახლოებით 16:30 სთ-ზე შემოვიდა ინფორმაცია, რომ პურის მოედანზე იყო ხანძარი. რამდენიმე წუთში ადგილზე მობლიზებული იყო 9 ავტოსახანძრო სისტემა და 2 სამაშველო ჯგუფი. კოტე აფხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე პურის მოედნის 1-2 ნომერში იწვოდა სამ სართულიანი საოჯახო ტიპის სასტუმრო, რომელიც არ ფუნქციონირებდა, მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაობი. დაშავებულები არ არიან. მოხდა ხანძრის ლოკალიზაცია.

რეალური მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, სავარაუდოდ ხანძარი გამოიწვია ლიფტის შახტიდან წამოსულმა ცეცხლმა. დამწვარია 300 მ2“, - განაცხადა სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები