აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც, სოხუმში "რუსეთის ელჩმა" მიხეილ შურგალინმა ასლან ბჟანიას გადასცა და რომლის იხედვითაც, პუტინი ბჟანიას 9 მაისს მოსკოვში იწვევს.
„ძვირფასო ასლან გიორგის ძევ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინმა დამავალა, გადმოგცეთ მოწვევის ტექსტი დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ იმ ღონისძიებებზე დასასწრებად, რომლებიც გაიმართება 2025 წლის 9 მაისს. ორიგინალურ მოწვევას მოგვიანებით გადმოგცემთ, მას შემდეგ, რაც მას მოსკოვიდან მივიღებთ“, - ნათქვამია ასლან ბჟანიას ე.წ. პრესცენტრის მიერ გავრცელებულ წერილში, რომელიც 18 ნოემბრითაა დათარიღებული.
15 ნოემბერს „რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების“ რატიფიკაციის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების ნაწილმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო კვარტლის გარშემო არსებული ღობე მოარღვია, ტერიტორიაზე შეაღწია და დაიკავა ე.წ. პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობები.