მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინი "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო ბოდიშს იხდის, მაგრამ პასუხისმგებლობას არ იღებს

ავიახაზები

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ბოდიშს იხდის "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის რუსეთის საჰაერო სივრცეში დაზიანებისა და ჩამოვარდნის გამო, თუმცა არ ამბობს, რომ ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებელი რუსეთია - წერს CNN. პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს დაურეკა და ინციდენტის გამო ბოდიში სატელეფონო საუბრისას მოუხადა.

პუტინის განცხადებით, როდესაც თვითმფრინავი გროზნის აეროპორტში დაჯდომას ცდილობდა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკვე გააქტიურებული იყო, რის გამოც თვითმფრინავმა აეროპორტამდე ვერ მიაღწია. დაზიანებულმა ხომალდმა ვარდნა აღმოსავლეთისკენ დაიწყო და ყაზახეთში ჩამოვარდა. შემთხვევას 38 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯერჯერობით არ არსებობს გამოძიების ოფიციალური პასუხი ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზზე, თუმცა წინასწარი გამოძიების შედეგები აჩვენებს, რომ სამგზავრო თვითმფრინავი სწორედ რუსული თავდაცვის სისტემის გააქტიურების გამო ჩამოვარდა. პუტინს თავის განცხადებაში ეს არ უხსენებია.

კრემლის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარში, პუტინმა მწუხარება გამოთქვა რუსეთის საჰაერო სივრცეში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. კრემლის ოფიციალური პოზიციაა, რომ გროზნის, მოზდოკისა და ვლადიკავკაზის ტერიტორიებზე მოსალოდნელი იყო უკრაინული დრონებით თავდასხმა, რუსეთის საჰაერო დაცვის სისტემამ კი ეს თავდასხმები გაანეიტრალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები