პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა დაიგეგმა, რომლის ფარგლებში, ლიდერებმა სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის პერსპექტივები უნდა განიხილონ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთს იარაღის მიწოდებაში დაეხმარება და მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი სახელმწიფო მოსკოვს ანტისარეკტო დანადგარებს და საარტილერიო ჭურვებს გადასცემს. დახმარების სანაცვლოდ, მოსკოვმა ჩრდილოეთ კორეას ბირთვული წყალქვეშა ნავების დამზადების ტექნოლოგია უნდა გაუზიაროს და სატელიტები გადასცეს.
შეხვედრა ვლადივოსტოკში უნდა გაიმართოს, სადაც კიმ ჩენ ინი, სავარაუდოდ, თავისი მატარებლით ჩავა, პუტინი კი ჩაფრინდება.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და გამოხატავს მზაობას, ნებისმიერ საკითხში მხარში ამოუდგეს მოძმე სახელმწიფოს.