მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში რუსეთი მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების ოთხეულში შევა

რუსეთი

რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყნების ოთხეულში შევა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ფედერალური საბჭოსადმი გაკეთებული მიმართვისას განაცხადა.

„დღეს რუსეთი მშპ-ის და მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ევროპის უმსხვილესი ეკონომიკაა და მეხუთეა მსოფლიოში. ტემპები და ზრდის ხარისხი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიმედოვნოთ და უფრო მეტიც ვამტკიცოთ, რომ უახლოეს პერსპექტივაში ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ წინ - შევალთ მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების მქონე ქვეყნების ოთხეულში“, - განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინმა ბიზნესს საზღვარგარეთ თანხების გატანაზე თავშეკავებისკენ მოუწოდა.

„ინვესტიციების, საწარმოების შექმნის და მოდერნიზების პროცესში სახელმწიფო მხარდაჭერა დაკავშირებული უნდა იყოს დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურების ზრდასთან და სოციალური პაკეტების სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან. და, რა თქმა უნდა, პრინციპული მოთხოვნა - ეროვნულმა ბიზნესმა უნდა იმუშაოს რუსეთის იურისდიქციაში, თანხები საზღვარგარეთ არ უნდა გაიტანოს“, - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ეს ოპერაციები, თანხების დაკარგვის რისკებთან არის დაკავშირებული.

რუსეთის პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ ქვეყანაში აუცილებელია სამომხმარებლო საქონლის, მედიკამენტების, ხელსაწყოების, დანადგარებისა და სატრანსპორტო საშუალებების წარმოების გაზრდა.

„ჩვენ უფრო დიდი მოცულობებით უნდა ვაწარმოოთ სამომხმარებლო საქონელი - მედიკამენტები, აღჭურვილობა, დანადგარები, სატრანსპორტო საშუალებები და ა.შ. მაგრამ ყველაფერი არ შეგვიძლია და ამისკენ არც უნდა ვისწრაფოთ, რომ ყველაფერი ვაწარმოოთ. მაგრამ ხელისუფლებამ იცის, რაზეც უნდა იმუშაონ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები