თურქმენეთში გამართულ "მშვიდობისა და ნდობის" ყოველწლიურ ფორუმს არაერთი სახელმწიფო და მთავრობის მეთაური ესწრება. ფორუმი თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მიმდინარეობს.
მაღალპროფილურ დიპლომატიურ შეხვედრებს თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი უმასპინძლებს.
ცნობისათვის, ამავე ფორუმში დასწრების მიზნით "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს გაემგზავრა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ამავე ფორუმს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 11-12 დეკემბერს ეწვევა. გარდა პუტინისა, ფორუმში მონაწილეობას მიიღებს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი - რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
ასევე, ცნობილია, რომ ვიხილავთ პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფსაც. გარდა ამისა, მონაწილეობას მიიღებენ ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი და ყაზახეთის პრეზიდენტი ქაზიმ-ჯომართ ტოკაევი.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან შეხვედრებში მონაწილეობას ერაყის პრეზიდენტი აბდულ ლატიფ ჯამალ რაშიდიც მიიღებს.
დადასტურებული ინფორმაციით, ფორუმს უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევიც დაესწრება.
რაც შეეხება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლობას, დელეგაციას სი ძინპინის საგანგებო წარმომადგენელი პენგ ჩინგჰუა უხელმძღვანელებს.




























