ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა.
როგორც ის პლატფორმა X-ზე წერს, კიევზე მასშტაბური შეტევის შედეგად, ევროკავშირის ოფისებიც დაზიანდა.
"პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა, მტკიცე და სანდო უსაფრთხოების გარანტიებით, რაც ქვეყანას „ფოლადის ზღარბად“ აქცევს.
ევროპა თავის როლს სრულად შეასრულებს.
მაგალითად, ჩვენი თავდაცვითი მექანიზმი SAFE, მამაცი უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერების მიზნით მნიშვნელოვანი იქნება“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.




























