რუსეთის ტერიტორიაზე "ტერაქტის მოწყობის მცდელობის განმეორების შემთხვევას" ხისტი პასუხი მოჰყვება - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„დღეს დილით თავდაცვის სამინისტროს წინადადებითა და რუსეთის გენშტაბის გეგმით მაღალი სიზუსტის იარაღით ენერგეტიკის, სამხედრო მართვის და უკრაინის კავშირგაბმულობის ობიექტებზე განხორციელდა დარტყმები. ჩვენს ტერიტორიაზე ტერაქტების მცდელობის განხორციელების გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთს ხისტ პასუხი ექნება და რუსეთისთვის შექმნილი თავისი მასშტაბით საფრთხის პირდაპირპროპორციული იქნება. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს”, - განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის, დღესვე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქებზე დღევანდელი თავდასხმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფარგლებში განხორციელდა.
ცნობისთვის, 10 ოქტომბრის დილას მრავლობითი აფეთქებები იყო უკრაინის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის კიევში, ლვოვში, ჟიტომირში, ხარკოვსა და ნიკოლაევში.




























