მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, თუმცა ერთი პირობით - Reuters

რუსეთი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვიტოს იმ პირობით, რომ ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე ჯარები დარჩებიან. ამის შესახებ Reuters-ი ოთხ რუსულ წყაროზე დაყრდნობით წერს. თუმცა დასავლური გამოცემის წყაროების მიხედვით, კრემლის ლიდერი მზადაა ომის გასაგრძელებლად, თუ კიევი და დასავლეთი არ უპასუხებენ.

კრემლი ოფიციალურ განცხადებას ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ აკეთებს.

ამასთან, როგორც Reuters-ი იტყობინება, სამმა წყარომ, რომლებიც პუტინის გარემოცვაში დისკუსიებს ახლოს იცნობენ, განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ვიწრო წრეში უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ ოფიციალური კიევი მის პირობებზე მოლაპარაკებისთვის მზად არაა და დასავლეთი კიევს ამაშიც უჭერს მხარს.

ცნობისთვის, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის თებერვალში შეიჭრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები