„ქართულ კოშმარს“ არ ესმის ძირითადი ევროპული თავისუფლებები, “პუტინის კანონის” შემოღებით ისინი ამ თავისუფლებებს მათთვის უცხოდ აცხადებენ, - ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მისი თქმით, საქართველოს მმართველი პარტიის ასეთი ქმედება "პუტინიზმს" ნიშნავს.
„ქართულ კოშმარს” არ ესმის ძირითადი ევროპული თავისუფლებები, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების კოპენჰაგენის პირველი კრიტერიუმი - დემოკრატია - დაწყებული შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებით. “პუტინის კანონის” შემოღებით ისინი ამ თავისუფლებებს მათთვის უცხოდ აცხადებენ. ეს პუტინიზმია“, - აცხადებს პავილიონისი.