მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პუტინის ტიპის“ მოქმედება: საჯარო მოხელეები ავტობუსებით გადაჰყავთ - პრეზიდენტი კონტრაქციაზე

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ნამდვილი საქართველო თავისუფალი და ევროპული საქართველოა. ამის შესახებ პრეზიდენტი X-ზე წერს.

„გუშინ, მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე „რუსული კანონის“ წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

დღეს, „პუტინის ტიპის“ მოქმედება: საჯარო მოხელეები თბილისში „ავტობუსებით გადაჰყავთ“ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად.

ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა!“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე.

ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე მმართველი ძალის მიერ ორგანიზებული კონტრაქცია მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები