მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინმა პატიმრობაში მყოფ რობერტ ქოჩარიანს დაბადების დღე მიულოცა

ქოჩარიანი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პატიმრობაში მყოფ სომხეთის ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს 72 წლის იუბილე დეპეშით მიულოცა. კრემლის ლიდერმა თავის გზავნილში ხაზი გაუსვა ქოჩარიანის პირად წვლილს ორ ქვეყანას შორის მოკავშირეობრივი ურთიერთობების განვითარებაში და მის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. პუტინა ქოჩარიანს ჯანმრთელობა, სიმტკიცე და იმ განსაცდელების გადალახვა უსურვა, რომელთა წინაშეც ექსპრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები აღმოჩნდნენ.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიცემული დავალება, რომელიც რობერტ ქოჩარიანისა და კიდევ ერთი ექსპრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებდა. ამ მითითების შემდეგ სამართალდამცველებმა ქოჩარიანისა და მისი დეპუტატი შვილის, ლევონ ქოჩარიანის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს, რასაც მოგვიანებით ყოფილი პრეზიდენტისა და მისი უფროსი ვაჟის, სედრაკ ქოჩარიანის დაპატიმრება მოჰყვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივეს ორთვიანი აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა. უშუალოდ რობერტ ქოჩარიანი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოგვიანებით სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და ქრთამის აღება ედება. უწყების ცნობით, ამავე საქმეზე სულ სისხლისსამართლებრივი დევნა ათი პირის მიმართ დაიწყო, რომელთა შორის მესამე პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრანიკ მარტარიანიც ფიგურირებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები