"ბრიტანეთის მხარის მტრული ქმედებების გამო" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შავ სიაში შეიყვანა ბრიტანეთის 30 მოქალაქე, მათ ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ. სიაში შეყვანილთა შორის არის მთავრობის 15 წევრი, მათ შორის - 12 მინისტრი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ანჯელა რეინერი, ივეტ კუპერი და რეიჩელ რივზი არიან მათ შორის, ვინც ამიერიდან რუსეთში შესვლას ვერ შეძლებენ. ჩამონათვალში არ არის, ბრიტანეთის პრემიერი.
ვრცელ განცხადებაში კრემლმა გააკრიტიკა „ბრიტანეთის ხელისუფლების განუწყვეტელი აგრესიული ანტირუსული რიტორიკა“.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე დაგმო „ლონდონის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სისტემატიურად შემოღებული არალეგიტიმური ცალმხრივი შეზღუდვები, ისევე როგორც ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის დაუფიქრებელი პოლიტიკა ნეონაცისტური კიევის რეჟიმის მხარდასაჭერად, წმინდა ეგოისტური გეოპოლიტიკური ინტერესების გატარებისა და უაზრო გაჭიანურებისკენ. უკრაინის კონფლიქტზე“.
პუტინი გასულ კვირას გაერთიანებული სამეფოს დაბომბვით დაემუქრა მას შემდეგ, რაც უკრაინამ გამოიყენა ბრიტანული შორეული რაკეტები რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად.
გარდა მთავრობის წევრებისა, აგრეთვე სიაში მოხვდა რამდენიმე ოფიციალური პირი, სამხედრო ტექნიკის მწარმოებლების დირექტორთა საბჭოს წევრები და გაზეთ Times-ის ჟურნალისტი ტომ ბოლი და Daily Mail-ის ჟურნალისტი დენ ვიდლანდი.