მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ნავთობის ექსპორტს იმ ქვეყნებში კრძალავს, სადაც ზღვრულ ფასს აწესებენ

63ab4be644c6b
ალა ისპირიანი
28.12.22 00:35
596
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს კრძალავს იმ ქვეყნებში, რომლებსაც ზღვრული ფასი აქვთ დაწესებული. 

ნავთობის მიწოდების აკრძალვა 2023 წლის 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდება.

დეკემბრის დასაწყისში G7-ის ქვეყნებმა, ევროკავშირმა და ავსტრალიამ რუსული ნავთობის ფასი ბარელზე 60 დოლარის ნიშნულზე განისაზღვრა. როგორც აშშ-ის ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენი აცხადებდა, რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესება პუტინის შემოსავლის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს დაუყოვნებლივ შეაფერხებდა.
 
რუსეთის ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ ნავთობს არ მიჰყიდის ქვეყნებს, რომლებიც მხარს შეზღუდვებს უჭერენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები