მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ავიაკომპანიები მოსკოვი-თბილისის მიმართულებით, სავარაუდოდ, კვირაში 7 რეისს შეასრულებენ

645b786e2e683
გიგა ბენია
10.05.23 15:03
1715

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, რუსული ავიახაზები უკვე ემზადებიან საქართველოს მიმართულებით ფრენების აღსადგენად. უწყების ცნობით, კომპანიები ყოველ კვირას მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით 7 პირდაპირ რეისს შეასრულებენ. კონკრეტულად როდიდან, თარიღი მითითებული არ არის.

მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენები შიდა წარმოების თვითმფრინავებით შესრულდება.

ინფორმაციისთვის, დღეს, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზების საქართველოში ფრენების აკრძალვა გააუქმა, რომელიც 2019 წლიდან მოქმედებდა. ამასთან, პუტინმა საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმიც გააუქმა. ვიზა მოეთხოვებათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში შედიან სამ თვეზე მეტი ვადით მუშაობის ან სწავლის მიზნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები