მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პუტინს გრენლანდიაზე ტრამპის პრეტენზიები არ უკვირს

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სურვილი გრელანდიაზე კონტროლი დაამყაროს გასაკვირი არ არის, რადგან ამერიკას დიდი ხანია მინერალებით მდიდარ ტერიტორიაზე კონტროლი დამყარება სურს.

მურმანსკში საერთაშორისო არქტიკულ ფორუმზე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ გრელანდიაზე კონტროლის დამყარება აშშ-ს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში სურდა და მე-2 მსოფლიო ომის შემდეგაც ცდილობდა კუნძულის გამოსყიდვას.

"ამიტომ არასწორია იმაზე ფიქრი, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია უცნაურად საუბრობს", - ამბობს პუტინი და ამატებს, რომ ამ პირობებში აშშ გააგრძელებს არქტიკაში საკუთარი სტრატეგიული, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გატარებას.

პუტინმა დაადანაშაულა NATO იმაში, რომ შორეულ ჩრდილოეთს სულ უფრო მეტად უყურებს, როგორც პოტენციური ბრძოლის ველს. ამიტომ საპასუხოდ მიაჩნია, რომ რეგიონში რუსეთმა სამხედრო სიმძლავრე უნდა გაზარდოს.

თეთრ სახლში მეორედ დაბრუნებულმა ტრამპმა დანიის შემადგენლობაში მყოფი, მინერალებით მდიდარი გრენლანდიის ყიდვაზე გამოთქვა პრეტენზია. ამ განცხადებას ევროპელი მოკავშირეების გაღიზიანება მოჰყვა. ცნობისთვის, აშშ-ს გრენლანდიაზე 1951 წელს დაფუძნებული სამხედრო საჰაერო ბაზა "ტულე" აქვს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა "ცივი ომის" დროს აშშ-ის საჰაერო თავდაცვის საქმეში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები