მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პუტინმა აშშ-ში ელჩი დანიშნა

რუსეთის ელჩი აშშ-ში

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილო ატლანტიკური დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრ დარჩიევი აშშ-ში რუსეთის ელჩად დანიშნა. შესაბამის გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტმა ხელი დღეს ამოწერა.

„ალექსანდრე დარჩიევი დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ამერიკის შეერთებულ შტატებში და რუსეთის ფედერაციის მუდმივ წარმომადგენლად ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაციაში ვაშინგტონში“, - ნათქვამია განკარგულებაში.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რუსეთისა და აშშ-ის ელჩების ქვეყნებში დანიშვნის შესახებ შეთანხმება საუდის არაბეთში, 18 თებერვალს აშშ-რუსეთის მხარეთა შეხვედრისას შედგა. აშშ-ში რუსეთის ყოფილმა ელჩმა ანატოლი ანტონოვმა თავისი მისია 2024 წლის ოქტომბერში დაასრულა. რუსული მედია წერს, რომ ვაშინგტონმა მოსკოვს 27 თებერვალს სტამბოლში მოლაპარაკებების შემდეგ გადასცა ოფიციალური ნოტა დარჩიევის ელჩად დანიშვნაზე შეთანხმებით, რაც რუსეთისა და აშშ-ის განახლებული დიალოგის შედეგი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები