მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინი ჩინეთში ჩავიდა

პუტინი სი ძინპინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. ის ჩინელ კოლეგა სი ძინპინთან გეგმავს შეხვედრას. როგორც Reuters-ი წერს, კრემლი იმედოვნებს, რომ რუსეთი ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

ცნობისთვის, ჩინეთმა და რუსეთმა, რომლებიც აშშ-ის მთავარი გეოპოლიტიკური მეტოქეები არიან, "ულიმიტო" პარტნიორობის შესახებ 2022 წლის თებერვალში განაცხადეს, როდესაც უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, პუტინი პეკინში იმყოფებოდა.

"უპრეცედენტოდ მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობაა ჩვენს ქვეყნებს შორის, რამაც არჩევანი ჩინეთზე გამაკეთებინა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. აღსანიშნია, რომ ჩინეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც კრემლის ლიდერმა ოფიციალური ვიზიტისთვის აირჩია პრეზიდენტის პოსტის კიდევ ერთი ვადით დაკავების შემდეგ, - "ჩვენ შევეცდებით ახლო თანამშრომლობის დამყარებას ინდუსტრიის და ტექნოლოგიების სფეროში, კოსმოსური და მშვიდობიანი ბირთვული ენერგიის საკითხებში, ხელოვნური ინტელექტის, განახლებადი ენერგიების წყაროების და სხვა ინოვაციურ სექტორებში", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ჩინეთმა ბოლო წლებში რუსეთთან სავაჭრო და სამხედრო სფეროებში კავშირების გაღრმავება დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა სანქციები დააწესეს რუსეთის და ჩინეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო. დასავლეთ ფიქრობს, რომ ჩინეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთის დახმარებაში, კერძოდ, მოსკოვის იმ ტექნოლოგიებით მომარაგებაში, რასაც რუსეთი უკრაინაში ბრძოლის ველზე იყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები