NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს სჯერა, რომ უკრაინაში ომი "მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება". ამის შესახებ CNN-ის ცნობით, სტოლტენბერგმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ჯეიკ სალივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „პრეზიდენტ პუტინს ნაკლები NATO სურდა და ამიტომ შეიჭრა უკრაინაში, მაგრამ ის უფრო მეტს იღებს“.
მას ასევე მიაჩნია, რომ უკრაინას ჯერ კიდევ NATO-ს მხარდაჭერა სჭირდება.
ცნობისთვის, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული მხარე უკრაინის ტერიტორიის 20%-ს აკონტროლებს.