მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინთან მოლაპარაკებებით, შესაძლოა, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა აღდგეს -ერდოღანი

64babfaeb78f9
ალა ისპირიანი
21.07.23 21:30
357
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლოა, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა აღდგეს.

„შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეწყვეტას საკვების გლობალური ფასების მატება მოჰყვება. მჯერა, ამ საკითხის საფუძვლიანი განხილვით პრეზიდენტ პუტინთან, ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ ამ ჰუმანიტარული ძალისხმევის გაგრძელება. ვიცით, პრეზიდენტ პუტინსაც აქვს გარკვეული მოლოდინები დასავლეთის ქვეყნებისგან და გადამწყვეტია ამ ქვეყნებისთვის ზომების მიღება ამ კუთხით“, - თქვა ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რუსეთის მთავრობამ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება შეაჩერა. კრემლის განცხადებით, გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება იქამდე არ გახანგრძლივდება, სანამ რუსეთის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს გლობალურ სასურსათო ჯაჭვზე, რადგან უკრაინა სოფლის მეურნეობის პროდუქციის უმსხვილესი ექსპორტიორია.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი შეთანხმებას მას შემდეგ დაუბრუნდება, როდესაც დასავლეთი მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ამ მოთხოვნებს შორისაა: ზოგიერთი რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემაში დაბრუნება, სანქციების შემსუბუქება და რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური ბლოკადის მოხსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები