მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება ორი თვით გაგრძელდა - ერდოღანი

6464fa2439c29
ალა ისპირიანი
17.05.23 20:00
717
შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმება ორი თვით გახანგრძლივდა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ჩვენი ქვეყნის ძალისხმევით, ჩვენი რუსი მეგობრების მხარდაჭერითა და უკრაინელი მეგობრების წვლილით, გადაწყდა შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების კიდევ ორი ​​თვით გახანგრძლივება.

ვიმედოვნებთ, ჩვენ ვიხილავთ იმ დღეებს, როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დასრულდება, ჯერ ცეცხლის მუდმივი შეწყვეტით, შემდეგ კი მშვიდობით. გარდა ამისა, ჩვენმა რუსმა მეგობრებმა განაცხადეს, რომ ისინი ხელს არ შეუშლიან თურქული გემების გასვლას მიკოლაივის და ოლვიას პორტებიდან“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ და რუსეთმა გასული წლის ივლისს სტამბოლში გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის გათავისუფლების შესახებ. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

შეთანხმება მსოფლიოში არსებული სასურსათო კრიზისის საპასუხოდ გაფორმდა, რადგან რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან. თავის მხრივ რუსეთმა მიიღო გარანტია, რომ საკუთარი მარცვლეულისა და პესტიციდების ექსპორტსაც განახორციელებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები