მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PwC ავსტრალიაში სკანდალში გაეხვა - აუდიტორული ფირმის წინააღმდეგ საქმე აღიძრა

646f2faa5feaf
გიორგი თოლორდავა
26.05.23 00:30
756
ავსტრალიური PricewaterhouseCoopers-ის წინააღმდეგ სკანდალი გრძელდება, ამჯერად მთავრობის მოთხოვნით აუდიტორიული კომპანიის წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა საქმე აღძრა, რაც კონფიდენციალური სამთავრობო მონაცემების გაჟონვასთანაა დაკავშირებული.

უფრო კონკრეტულად, PwC-ის საგადასახადო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პიტერ კოლინსი, რომელიც ავსტრალიის მთავრობის მიერ მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტთა საკონსულტაციო ჯგუფში იყო, ქვეყანაში დაგეგმილი საგადასახადო რეფორმის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას უზიარებდა PwC-ის მენეჯმენტს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული ინფორმაციის კომერციალიზაციას ახდენდა და მას საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად იყენებდა, რაც კანონით აკრძალულია.

ინტერესთა კონფლიქტის და კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის ბრალდებით ამჟამად კოლინსის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, გარდა ამისა საქმე აღძრულია PwC-ის ავსტრალიური შვილობილი კომპანიის წინააღმდეგაც.

ზემოხსენებულ სკანდალთან დაკავშირებით PwC Australia-ს გენერალურმა დირექტორმა, ტომ სეიმურმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. მისი განცხადებით, ის კომპანიის მიერ დაშვებულ შეცდომებს აღიარებს და პასუხისმგებლობას იღებს.

გამოძიების მიმდინარეობის მიუხედავად, აუდიტორული კომპანია ავსტრალიაში შეუფერხებლად განაგრძობს საქმიანობას და კლიენტების მომსახურებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები