მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალაქები, სადაც ერთი ბოთლი ღვინო ყველაზე ძვირი/იაფი ღირს

ქალაქები

ღვინო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია, რომელიც როგორც ხარისხის, ასევე ფასის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ერთი ბოთლი ღვინოს ღირებულება კი არა ქვეყნიდან-ქვეყანამდე, არამედ ქალაქიდან ქალაქამდეც კი შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს.

სწორედ ამიტომ, კომპანია Magnet Kitchen, Numbeo-ს 2024 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიოს 190 ქალაქში ერთი ბოთლი ღვინის საშუალო ფასს აანალიზებს და შესაბამის რეიტინგსაც აქვეყნებს.

როგორც აღმოჩნდა, ერთი ბოთლი ღვინის შეძენა ყველაზე ძვირად ქალაქ ნიუ-იორკშია შესაძლებელი, სადაც საშუალო ფასი ბოთლზე $20-ია. მეტიც, ნიუ-იორკში ღვინის საშუალო ფასი 5-ჯერ აღემატება იმ ქალაქის ფასებს, სადაც ღვინო ყველაზე იაფია.

ნიუ-იორკი საცხოვრებლად ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქია და გამონაკლისი არც ალკოჰოლური სასმელებია. ამის მიზეზი სხვა ქალაქებთან შედარებით მაღალი სააქციზო გადასახადია, რომელიც გალონზე 30%-ს შეადგენს. გარდა ამისა, სასმელი დამატებით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, თუ ალკოჰოლის შემცველობა 24%-ს აღემატება.

15 ქალაქი, სადაც ერთი ბოთლი ღვინო ყველაზე ძვირი ღირს:

  1. ნიუ-იორკი, აშშ - $20.00
  2. კოლუმბია, აშშ - $18.00
  3. სან-ფრანცისკო, აშშ - $17.75
  4. ოკლენდი, აშშ - $17.75
  5. ფილადელფია, აშშ - $17.00
  6. ლაუნჩესტონი, ავსტრალია - $16.45
  7. ჰობარტი, ავსტრალია - $16.45
  8. ვაშინგტონი, აშშ - $16.00
  9. დენვერი, აშშ - $16.00
  10. ტაქსონი, აშშ - $15.50
  11. ვიქტორია, კანადა - $15.29
  12. ფენიქსი, აშშ - $15.00
  13. მესა, აშშ - $15.00
  14. მაიამი, აშშ - $15.00
  15. ნეშვილი, აშშ - $15.00

ევროპაში ერთი ბოთლი ღვინო ყველაზე ძვირი გაერთიანებულ სამეფოში ღირს, რომელიც ოცეულში ხვდება. ღვინის საშუალო ღირებულება აქ ნიუ-იორკზე 6.6%-ით დაბალია და $12-ს აღწევს.

რაც შეეხება ქალაქს, სადაც ღვინო ყველაზე იაფი ღირს, ასეთი ესპანეთის ქალაქი კორდობა აღმოჩნდა, სადაც ერთი ბოთლი, საშუალოდ, $3.55 ჯდება. აღსანიშნავია, რომ კორბოდა ანდალუსიის რეგიონშიც გამოირჩევა იაფ ფასიანი ღვინით - სხვაობა რეგიონის საშუალოსთან 38%-ია.

10 ქალაქი, სადაც ერთი ბოთლი ღვინო ყველაზე იაფი ღირს:

  1. კორდობა, ესპანეთი - $3.55
  2. რომი, იტალია - $3.55
  3. სარაგოსა, ესპანეთი - $3.82
  4. მურსია, ესპანეთი - $4.04
  5. რეჯიო-კალაბრია, იტალია - $4.37
  6. ტაულონი, საფრანგეთი - $4.56
  7. კორუნია, ესპანეთი - $4.91
  8. მალაგა, ესპანეთი - $4.91
  9. ალიკანტე, ესპანეთი - $4.91
  10. ტარანტო, იტალია - $4.91

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები