“ქალების მიერ ქალებისათვის შექმნილი ბრენდი” - საუბარია “ნინეაზე”, ბრენდზე, რომელსაც ჩვენი მაყურებელი კარგად იცნობს. მინიმალური ინვესტიციით, სამი მეგობრის მიერ დაწყებულ საქმეს დღეს უკვე საკმაოდ წარმატებული გაგრძელება აქვს. სახლში სანებივრო ხარისხიანი სამოსი მხოლოდ ქართულ ბაზარს აღარ სჯერდება და საექსპორტო მიმართულებითაც კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. რა სიახლეები დაუგროვდა კომპანიას 2023 წელს?
სტუმარი: ნინო ლეჟავა - "ნინეას" დამფუძნებელი;
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად