VELI.store ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით ძალიან საინტერესო პროექტს ახორციელებს. ველიზე კატეგორიაში - მხოლოდ ქართული წარმოდგენილი ბიზნესების 90% ქალი მეწარმეა, მათთვის კი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ცნობადობაა. სწორედ ამიტომ ველიმ გადაწყვიტა მათ პოპულარიზაციაში თავისი წვლილი შეიტანოს და შექმნა კამპანია, რომლის ფარგლებშიც ათი ქალი კონტენტ კრეატორი - ათი ქალი მეწარმის ბიზნესის შესახებ საკუთარ პლატფორმაზე თავისი კეთილი ნებით და სურვილით ისაუბრებს.
სტუმრები: თათია კარიაული - VELI.store-ს ბრენდის ხელმძღვანელი;
მაშო იოსელიანი - “ლუმბას” თანადამფუძნებელი;
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად