მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთებზე უპრეცედენტო მოთხოვნის გამო, გახსნითი მატჩის ლოკაცია შეცვალეს

63dbbe1727c29
ირაკლი მოდებაძე
02.02.23 23:37
616
ფეხბურთში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებისთვის, რომელსაც ავსტრალია და ახალი ზელანდია მასპინძლობენ, ამ ეტაპზე ნახევარ მილიონზე მეტი ბილეთია გაყიდული. FIFA-ში ფიქრობენ, რომ ტურნირს 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრება.

რაც შეეხება ჩემპიონატის გახსნით შეხვედრას ავსტრალიისა და ირლანდიის ნაკრებებს შორის, ის Stadium Australia-ზე ჩატარდება, რომელიც 83 ათასამდე მაყურებელს იტევს.

თავდაპირველად, ამ მატჩისთვის სიდნეის საფეხბურთო სტადიონს უნდა ემასპინძლა, რომლის მაქსიმალური ტევადობა 42 500-ია, თუმცა ბილეთებზე დიდი მოთხოვნის გამო, ორგანიზატორებმა მატჩის ჩატარება ორჯერ დიდ სტადიონზე გადაწყვიტეს.

ცნობისთვის, Stadium Australia ტურნირის ფინალსაც უმასპინძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები