მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ქანდა აგრიქალჩერი“ წელს ხილის 5%-მდე გაძვირებას გეგმავს - მიზეზები

ქანდა აგრიქალჩერი

აგროკომპანია „ქანდა აგრიქალჩერი“, რომელიც ბაზარზე Harvest-ის ბრენდით ოპერირებს, 2026 წელს პროდუქციის ფასების ზრდას გეგმავს. კომპანიის წარმომადგენელი, თამარ ბერულავა BM.GE-სთან აცხადებს, რომ ფასების კორექცია 3-5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

„წელს, ჩვენი გათვლებით 3-5%-იან ზრდას ველოდებით. წინა წლებმა გვაჩვენა, რომ ფასები დაახლოებით ამ "რეინჯით" იზრდება“, – აცხადებს ბერულავა.

მისივე თქმით, ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბაზარზე მუშახელის ნაკლებობაა: „რთულია ისეთი ადამიანის მოძიება, რომელსაც დავასაქმებთ. ამის პარალელურად, წელს, წინა წელთან შედარებით, მუშახელის დღიური ხელფასი 10%-ით გავზარდეთ“, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

ბერულავას ინფორმაციით, ამჟამად მეურნეობაში 15-მდე ადამიანი არის დასაქმებული, თუმცა სეზონურად მოთხოვნა იზრდება: „სეზონზე 20 მუდმივი თანამშრომელია საჭირო, ხოლო ხილის აღების პერიოდში დამატებით დაახლოებით 20 ადამიანს ვიმატებთ“, – აღნიშნავს ის.

ცნობისთვის, „ქანდა აგრიქალჩერი“ 2021 წელს დაარსდა და ფლობს 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწას სოფელ ქანდაში, საიდანაც ამ დროისთვის 110 ჰექტარია ათვისებული. კომპანიას აქვს გაშენებული ატმის, ნუშის, ვაშლის, მსხლის, ქლიავის, ბლისა და გარგარის კულტურები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები