მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქარიშხალი "რაფაელის" შედეგად კუბაზე ელექტროენერგიის კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა

ქარიშხალი

ხუთშაბათს, მას შემდეგ რაც კუბას მესამე კატეგორიის ქარიშხალი "რაფაელი" დაატყდა თავს, ქვეყნის 10-მილიონიანი მოსახლეობა, 1 თვის მანძილზე უკვე მეორედ დარჩა ელექტროენერგიის გარეშე.

კუნძულოვანი სახელმწიფოს ელექტროქსელმა კოლაფსი მას შემდეგ განიცადა, რაც 185 კმ/სთ სიჩქარის ქარიშხალმა გადაუარა - ენერგოინფრასტრუქტურის გარდა, დაზიანებულია სახლები, სატელეფონო ხაზები და მოთხრილია ხეები.

კუბის შემდეგ "რაფაელმა" მექსიკის ყურისკენ გადაინაცვლა, სადაც კუნძულის მოსახლეობას პირდაპირი საფრთხე აღარ ემუქრებათ.

ქარიშხალი "რაფაელი" ბოლო დარტყმა აღმოჩნდა კუბის ისედაც არასაიმედო ელექტროქსელისთვის, რომელიც სტიქიამდე ორი კვირით ადრე მწყობრიდან რამდენჯერმე გამოვიდა, ქვეყნის მოსახლეობა კი დღეების გარეშე ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე დატოვა.

კუბის ენერგეტიკის მინისტრმა ხუთშაბათ დილით გაავრცელა განცხადება, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ კუბის რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე შესაბამისი ჯგუფები აქტიურად მუშაობდნენ, თუმცა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ აღდგენითი სამუშაოები გაცილებით ნელა წარიმართება კუნძულის დასავლეთ ნაწილში, რომელიც სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.

დედაქალაქი, რომლის მოსახლეობაც 2 მილიონს აღემატება, ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ჯერჯერობით არ არსებობს ოფიციალური ცნობა იმის შესახებ, თუ როდის აღდგება მიწოდება.

კუნძულზე მოქმედი ნავთობის ელექტროსადგურები უკვე რამდენიმე ათეული წელია, კუბის მოსახლეობის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, თუმცა მიმდინარე წელს სისტემური კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც მოკავშირე ვენესუელიდან, რუსეთიდან და მექსიკიდან ნავთობის იმპორტი შემცირდა.

"რაფაელი" მეორე ქარიშხალი იყო, რომელიც კუნძულს ბოლო პერიოდში დაატყდა თავს. ქარიშხალი "ოსკარის" შემდეგ ქვეყნის მასშტაბით გაჩენილი დეფიციტი საკვებზე, საწვავსა და მედიკამენტებზე, შევსებული მომდევნო სტიქიისთვისაც არ აღმოჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები