მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართულ ბანკებში 1.5 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რუბლი ევრო

ქართულ კომერციულ ბანკებში სულ 1.5 მილიარდი რუსული რუბლი ინახება - ამის შესახებ ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ირკვევა. 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 53.4 მილიონ ლარს, ანუ 1.5 მილიარდ რუბლს შეადგენდა. ეს წინა თვესთან შედარებით 70 მილიონი ლარით ნაკლებია, წლიურ ჭრილში კი კლება 14 მილიონ ლარს შეადგენს.

ქართულ ბანკებში რუბლის დეპოზიტების პიკი სწორედ მიმდინარე წლის მარტში დაფიქსირდა და ის 121 მილიონ ლარს შეადგენდა, აპრილში კი ის მკვეთრად შემცირდა. თუმცა, 53 მილიონი ლარი არ არის ის სრული მოცულობა, რაც რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში აქვთ განთავსებული, რადგანაც მათი დეპოზიტების უდიდესი ნაწილი არა საკუთარ ეროვნულ ვალუტაში, არამედ დოლარში არის ნომინირებული. არარეზიდენტები ქართულ ბანკებში სულ 9.2 მილიარდ ლარს ინახავენ, საიდანაც სებ-ის უკანასკნელი ანგარიშის თანახმად, 37% რუსეთის ფედერაციის რეზიდენტების დეპოზიტებს წარმოადგენს, რაც თანხობრივად დაახლოებით 3.4 მილიარდი ლარია.

რაც შეეხება დეპოზიტების პორტფელს ვალუტების მიხედვით, ის 2025 წლის აპრილის მდგომარეობით ასე ნაწილდება:

# ვალუტა დეპოზიტების ნაშთი
1 ეროვნული 28,114,250,000 ლარი;
2 აშშ დოლარი 24,418,240,000 ლარი
3 ევრო 5,819,752,000 ლარი
4 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 281,352,900 ლარი
5 რუსული რუბლი 53,419,630 ლარი
6 შვეიცარიული ფრანკი 52,781,800 ლარი
7 ჩინური იუანი 16,962,460 ლარი
8 არაბეთის გაერთიანებული საამიროების დირჰამი 5,459,401 ლარი
9 იაპონური იენი 4,495,123 ლარი
10 კანადური დოლარი 2,717,394 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები