მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ბანკებში არსებულმა დეპოზიტებმა 56 მილიარდ ლარს მიაღწია

ბანკები

სქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის ივლისის ბოლოსათვის 55.66 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 825.97 მლნ ლარით, ანუ 1.51%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის თანახმად, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 213.61 მლნ ლარით, ანუ 0.89%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.21%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 612.36 მლნ ლარით, ანუ 1.98%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 3.58%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის ივლისის ბოლოსათვის 51.50 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.56 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.18 პროცენტული პუნქტით).

ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.96% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.13%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.33%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 77.90%, ხოლო ევროს წილმა 20.27% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები