მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ბაზარზე ახალი ღვინის გასტრო სივრცე „ვასსერშტრასსე“ გაიხსნა

რესტ

ქართულ ბაზარზე დაახლოებით 3 თვეა ოპერირება ახალმა ღვინის გასტრო სივრცემ, „ვასსერშტრასსემ“ დაიწყო, რომლის კონცეფციაც არის თანამედროვე, ლამაზი სუფრა, გემრიელი კერძებით, ქართული შტრიხებითა და ევროპული სერვირებით, რა თქმა უნდა ქართულ ღვინოსთან ერთად. „ვასსერშტრასსეს“ შესახებ „ქალების ნარატივში“ რესტორნის დამფუძნებელმა, მაია მორგოშიამ ისაუბრა.

„რესტორნის ერთ-ერთი მიმართულება მოიცავს კონკრეტულ ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ მომსახურებასა და მასპინძლობას, იქნება ეს დეგუსტაცია, ტრენინგი, ლიტერატურული საღამო, მასტერკლასი და სხვა ღონისძიება. კომპანიის ძირითადი პორტფელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ქართული კერძებისა და სასმლის წარმოჩენა, ქართული ღვინის გაცნობა-შეთავაზება, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრისთვის, სურვილისამებრ ტურისტების ორი, სამი და ა.შ. ჯგუფისთვის საინტერესო და შემეცნებითი დროის გატარების შეთავაზება ქართული ღვინისა და კერძების დაწყვილების კონტექსტში. „ვასსერშტრასსეში“ წარმოდგენილი გვაქვს ღვინის ფართო ასორტიმენტიც, დაახლოებით 130-მდე სახეობის ღვინო.“ - აღნიშნა მაია მორგოშიამ.

„ვასსერშტრასსეს“ სივრცე მოიცავს ერთმანეთთან თაღებით დაკავშირებულ ორ დარბაზს - რესტორანს და ღვინის სადეგუსტაციო დარბაზს, აგრეთვე სივრცეში წარმოდგენილია ღვინის თარო, ღვინისა და ბარის აქსესუარების კუთხე და ბარი.

„გასტრო სივრცის კედლები აშენებულია აგურის და ფლეთილი ქვის შერევით, რაც განსაკუთრებულ ავთენტურობას სძენს „ვასსერშტრასსეს“. გასტრო სივრცეს ერთდროულად 70 ადამიანის მიღება შეუძლია, რომელთა გამასპინძლებასაც ჯერჯერობით 7 ადამიანისგან შემდგარი გუნდით ვუზრუნველყოფთ.“ - განაცხადა მაია მორგოშიამ.

ღვინის გასტრო სივრცე „ვასსერშტრასსე“ განთავსებულია 1915 წელს ქართველი და გერმანელი არქიტექტორების კოლაბორაციით აშენებული ისტორიული შენობის პირველ სართულზე, გორკის ქუჩაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები