მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გეგმები აქვს ნიუ-იორკში მდებარე ქართულ რესტორან „ჩიზბოუთს“?

648c1d413d1ec
ნინი ლონგურაშვილი
17.06.23 09:26
1961
„ჩიზბოუთი“ - იგივე, ყველის ნავი - ასე ჰქვია ნიუ-იორკის უილიამსბურგის უბანში გახსნილ რესტორანს, რომელმაც სახელი აჭარული ხაჭაპურის მრავალფეროვნებით ჯერ კიდევ 2016 წელს გაითქვა. გახსნიდან ერთი წლის თავზე „ჩიზბოუთი“ უკვე მოხვდა ისეთ გავლენიან, და სახელგანთქმულ გამოცემებში, როგორიცაა "ნიუ-იორკერი" და "ინსაიდერი".
 
"ჩიზბოუთი" ამერიკულ სარესტორნე ბაზარზე, დღეს უკვე ორი ქსელით არის წარმოდგენილი. მეორე რესტორანი 1 წლის წინ, ჰელს ქიჩენში გაიხსნა. 
 
როგორც BMG-ის “ჩიზბოუთის” დამფუძნებელი და დირექტორი ქეთი გოჩაშვილი ეუბნება, ორივე რესტორანს დღეში საშუალოდ 1 000 ადამიანი სტუმრობს. 
 
“ახალ გახსნილ რესტორანს, ჰელს ქიჩენში, ძალიან კარგი სტატისტიკა აქვს. უილიამსბურგის რესტორანს, დაახლოებით 2 მლნ დოლარზე მეტის ბრუნვა აქვს, რაც შეეხება ახლად გახსნილს, ჰელს ქიჩენსი არსებული რესტორანი, ვფიქრობ, 4 მლნ დოლარამდე უნდა ავიდეს წლის ბოლომდე. ორივე რესტორანი რომ დავაჯამოთ, ბრუნვის 30% ჩვენი წმინდა მოგებაა“, - ამბობს ქეთი გოჩაშვილი. 
 
BMG-ის კითხვაზე, თუ რა გეგმები აქვთ “ჩიზბოუთში”, ქეთი გოჩაშვილი ამბობს, წლის ბოლომდე 10-მდე რესტორნის გახსნისთვის ემზადებიან. 
 
“ამ ეტაპზე გვაქვს მოლაპარაკება, ორ პარტნიორთან, სხვა შტატებში და ივნისის ბოლომდე უნდა დავასრულოთ მოლაპარაკებების ეტაპი. ერთ შტატში რამდენიმე "ჩიზბოუთის" ქსელი გაიხსნება და ერთი იქნება ისევ ნიუ-იორკში, ოღონდ ბრონქსში. რადგან ჩვენ უკვე გავდივართ პარტნიორობაზე, თავიდან ორი ლოკაციით დავიწყებთ და ემდეგ ნელ-ნელა შეემატება დანარჩენი ქსელები. ასევე ნიუ-იორკის სითისგან, მაქვს შემოთავაზებები, მეტი "ჩიზბოუთი" რომ გავხსნა ძალიან იაფიან სესხს მთავაზობენ. პირობაა ის, რომ ქალაქში გავხსნა რამდენიმე "ჩიზბოუთი", ამისთვის მაძლევენ 40-წლიან სესხს და მე უნდა ავარჩიო ლოკაცია. ეს იქნება უკვე ჩემი საკუთრება, ანუ, სადაც "ჩიზბოუთი" გაიხსნება, იქნება სრულად ჩემი, კომერციული ფართიდან დაწყებული, ყველა სხვა ქონებით დასრულებული და აღარ ვიქნებით დამოკიდებული იჯარაზე. წლის ბოლომდეც ეს უნდა გავაკეთოთ” - აღნიშნა ქეთი გოჩაშვილმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები